Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

რა კვა­ლი­ფი­კა­ცია მო­ეთხო­ვე­ბა მა­ძი­ე­ბელს

რა კვა­ლი­ფი­კა­ცია მო­ეთხო­ვე­ბა მა­ძი­ე­ბელს

რა კვა­ლი­ფი­კა­ცია მო­ეთხო­ვე­ბა მა­ძი­ე­ბელს? - აღნიშნულთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი „ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

როგორც ის აღნიშნავს, მა­ძი­ე­ბელს პირ­ველ რიგ­ში, ბა­კა­ლავ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცია მოეთხოვება: 

„მაძიებელს პირ­ველ რიგ­ში, ბა­კა­ლავ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცია. თუ­კი მა­ძი­ე­ბელს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია აქვს, რო­გორც გითხა­რით, ის შე­მო­დის და, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ან უფ­რო სწრა­ფად, ადას­ტუ­რებს სტა­ტუსს — გა­დის მა­ძი­ებ­ლო­ბის პროგ­რა­მას. ხო­ლო იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი მა­ძი­ე­ბელს შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია არ აქვს, მი­სი მა­ძი­ებ­ლად და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბაა.

ჩვენ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და ვი­ყოთ, რომ ვინც მოს­წავ­ლეს­თან შე­დის, მან, სულ მცი­რე, ის სა­გა­ნი უნ­და იცო­დეს, რო­მელ­საც ას­წავ­ლის. პრო­ფე­სი­უ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში კი ად­გილ­ზე და­ვეხ­მა­რე­ბით. მთა­ვა­რია, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი ამაღ­ლ­დეს, სკო­ლამ და მას­წავ­ლე­ბელ­მა უზ­რუნ­ველ­ყონ, რომ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყოს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, თუ­კი გაჩ­ნ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა დე­ფი­ცი­ტი, სის­ტე­მა მზა­დაა, ის შე­ავ­სოს არა ნე­ბის­მი­ე­რით, არა­მედ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც სკო­ლებ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რისხს აამაღლებენ — მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი პრინ­ცი­პიც ხომ ეს არის,“ - აღნიშნავს მანანა რატიანი. 

წაიკითხეთ სრულად