Baby Bag

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ ჯეჯილის ბამბის გარეშე გაღვივების მეთოდზე ისაუბრა:

„ერთი ასეთი მარტივი მეთოდი მაქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებ. ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ. ვიცით, რომ ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. როდესაც მას გავაღვივებ და აღდგომის გადავლის შემდეგ ჯერ კიდევ ხასხასაა, ვიყენებ საკვებად.

ხორბალი ისე უნდა გავშალოთ, რომ ყველა მარცვალი იყოს ცალ-ცალკე. წესი არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მზეზე, მაგრამ არა პირდაპირ მზეზე. მაგალითად, დავდოთ ფანჯარასთან, სადაც მზე ურტყამს. უნდა იყოს სითბო. წყალს ვასხამთ ისე, რომ ვჟღინთავთ. ამას ღრმა თეფშზე ვაკეთებ ხოლმე. რომ ამოდის, ძალიან ლამაზად ჩანს მერე ეს ამოსული. ჯეჯილს დასჭირდება 10-დან 14 დღემდე. წყალს დავასხამ და ხელის დახმარებით გადავანაწილებ. ჯეჯილს წყალი უნდა დაამატოთ სამ დღეში ერთხელ.

ჯეჯილი თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძში, როგორც გარნირი. სულ ცოტა ლიმონთან ერთად გახურებულ ტაფაზე 10-15 წამის განმავლობაში ვყრით და ვრთავთ. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. ცოტა მარილით რომ შეაზავებ, აქვს განსხვავებული გემო. სასარგებლო თვისებების გამო ჯეჯილი უნდა მიირთვა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

რა უნდა იცოდეთ სააღდგომო კვერცხების შესაღებ მცენარე ენდროზე

რა უნდა იცოდეთ სააღდგომო კვერცხების შესაღებ მცენარე ენდროზე

ენდრო - მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. მისი 55-მდე სახეობა არსებობს. საქართველოში კი 2 სახეობა არსებობს. რამდენიმე სახეობის მიწისქვეშა ნაწილები საღებავ ნივთიერებებს შეიცავს. მას სააღდგომო კვერცხების შესაღებად იყენებენ. 

ძველთაგანვე აშენებდნენ საღებავ ენდროს, რომელსაც იყენებენ აბრეშუმის, ბამბეულისა და შალის (ნოხების) ქსოვილების შესაღებად. სინთეზური ალიზარინის აღმოჩენამ ენდროს კულტურა მკვეთრად შეამცირა და იგი მხოლოდ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩა. ენდროს იყენებენ აგრეთვე ხალხურ მედიცინაში რაქიტის სამკურნალოდ.

იხილეთ ასევე:

​ასე შეღებილ სააღდგომო კვერცხს იდეალური ფერი ექნება


წაიკითხეთ სრულად