Baby Bag

„ასე ადვილად ატომური ელექტროსადგურის აფეთქება შეუძლებელია... ეს ფსიქოლოგიური ომის ელემენტია,“- ფიზიკოსი გია ჯაფარიძე

„ასე ადვილად ატომური ელექტროსადგურის აფეთქება შეუძლებელია... ეს ფსიქოლოგიური ომის ელემენტია,“- ფიზიკოსი გია ჯაფარიძე

ფიზიკოსმა გია ჯაფარიძემ ატომური ომის საფრთხისა და ატომურ ელექტროსადგრუზე აფეთქების შემთხვევაში რადიაციული რისკების შესახებ ისაუბრა:

„დაბეჯითებით შემიძლია თქმა, რომ ეს ისტერია გადაჭარბებულია. მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ რუსები უკიდებენ ცეცხლს. რატომ? იმიტომ, რომ ასე ადვილად ატომური ელექტროსადგურის აფეთქება შეუძლებელია. ჩერნობილში რაც მოხდა, დენი გაწყდა, შეიძლება ასე იყოს სადგური ერთი თვე და არაფერი არ მოხდება. ეს ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთი ელემენტია. მე ბევრად უფრო მეშინია ომის და იმ ფრაზის, რომელიც პუტინმა გამოიყენა, როდესაც მან ბირთვული ომის შესაძლებლობა დაუშვა. ეს ძალიან სახიფათო რამ არის. ყველაზე დიდი დანაშაული ეს არის. საზოგადოებას რომ გაეგო, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება, ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა. ევროპა და ამერიკა ჰიროსიმის შემდეგ თავს ვალდებულად თვლიდნენ, რომ წინ დადგომოდნენ ამას. დიდი მეცნიერები გამოდიოდნენ მოწოდებით, რომ ნუ ვილაპარაკებთ ამაზე. არ შეიძლება იყოს ლოკალური ბირთვული ომი, იმიტომ, რომ ამას მოჰყვება ეკოლოგიური კატასტროფა. აი, ის შეგვეხება ნამდვილად. 150 ჭურვის გაცვლა იწვევს იმას, რომ საქართველოში ტემპერატურა დაიწევს, მოსავალი არ მოვა. ხიფათი ზუსტად იმაშია, რომ ის კაცობრიობას სიკვდილით აშინებს.“

„სინამდვილეში მსოფლიოში რადიაციულ ვითარებაზე კონტროლი არის ძალიან დიდი და ზუსტი. ბირთვული ომის შემთხვევაშიც კი, თუ ყუმბარების გაცვლა საქართველოს არ შეეხო, ამას სჭირდება გარკვეული დრო, რომ რადიაცია და უბედურება მოვიდეს საქართველომდე. ამ ვითარებას ძალიან კარგად აკონტროლებს მსოფლიო. რადიაციული ღრუბლის მოძრაობა მეტ-ნაკლებად კონტროლირდება. ღრუბელი ადის ძალიან მაღლა,“- აღნიშნულ საკითხზე გია ჯაფარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებიდან ნებისმიერ დროში დაგჭირდათ ცოფის ან ტეტანუსის აცრა? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებიდან ნებისმიერ დროში დაგჭირდათ ცოფის ან ტეტანუსის აცრა? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებიდან ნებისმიერ დროში დაგჭირდათ ცოფის ან ტეტანუსის აცრა? - აღნიშნულ კითხვას იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმეგოვი პასუხობს:

მისი თქმით, კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებიდან ნებისმიერ დროში, საჭიროებისთანავე შეიძლება ცოფის ან ტეტანუსის აცრის გაკეთება:

,,თუ თქვენ მოგიწიათ სხვა ვაქცინის გაკეთება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა კეთდება 14 დღეში! 

თუ კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებიდან ნებისმიერ დროში დაგჭირდათ ცოფის ან ტეტანუსის აცრის ადმინისტრირება მისი გაკეთება შეგიძლიათ საჭიროებისთანავე!!!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი. 

წაიკითხეთ სრულად