Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დედა ეხვეწებოდა ჩემი კლასელების მშობლებს გადაეღოთ ჩემთვის ერთი ფოტო მაინც, მაგრამ სამწუხაროდ ყველასგან უარი მიიღო, ვერ გაიმეტეს ჩემთვის ერთი კადრი''

,,დედა ეხვეწებოდა ჩემი კლასელების მშობლებს გადაეღოთ ჩემთვის ერთი ფოტო მაინც, მაგრამ სამწუხაროდ ყველასგან უარი მიიღო, ვერ გაიმეტეს ჩემთვის ერთი კადრი''

მომღერალი მარიტა როხვაძე სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს და ტრამვის შესახებ წერს: 

,,​ბავშვობის ტრავმა: 

ნათლიაჩემს გამოართვა დედამ სკოლის ზეიმისთვის ”კოდაკის” ფოტოაპარატი, რადგან ჩვენ არ გვქონდა (იმ პერიოდში ძალიან უჭირდა ოჯახს)

სამწუხაროდ აპარატი გაფუჭდა და ერთადერთი ფოტო ეს მაქვს ახალი წლის ზეიმიდან, ისიც არ ვიცით ვინ გადაიღო

საქმე იცით რაშია? დედა ეხვეწებოდა ჩემი კლასელების მშობლებს გადაეღოთ ჩემთვის ერთი ფოტო მაინც, მაგრამ სამწუხაროდ ყველასგან უარი მიიღო, ვერ გაიმეტეს ჩემთვის ერთი კადრი

ყველანი მახსოვხართ!

პ.ს ყველა ზეიმზე მე ვიყავი წამყვანიც, მომღერალიც, მოცეკვავეც და ადამიანიც!

მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემს უკან დგანან და ადამიანად გამზარდეს გაჭირვებაში !

მამა, დედა, დეიდა'' - აღნიშნავს პოსტში მარიტა. 

წაიკითხეთ სრულად