Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ვინ შეაფასებს სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობას 2020 წლიდან

ვინ შეაფასებს სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობას 2020 წლიდან

ვინ შეაფასებს სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობას 2020 წლიდან?

აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული გამვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.

მათი განმარტებით, მასწავლებლის შეფასებისა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით სკოლებში ჩამოყალიბდება ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფები, რომლებიც მასწავლებლებს შეაფასებენ ორი მიზნით:

  1. მასწავლებლის საქმიანობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა;
  2. პროფესიული განვითარება.

სკოლის ბაზაზე მასწავლებლის საქმიანობის შეფასება ხორციელდება შემდეგი ორი მიმართულებით:

  1. სწავლება (საკლასო და კლასგარეშე სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობები);
  2. პროფესიული განვითარება.
წაიკითხეთ სრულად