Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

იმუნიტეტის გაძლიერების ყველაზე ეფექტიანი და არაეფექტიანი საშუალებები - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია

იმუნიტეტის გაძლიერების ყველაზე ეფექტიანი და არაეფექტიანი საშუალებები - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იმუნიტეტის გასაძლიერებელი ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე არაეფექტიანი საშუალებები დაასახელა.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად არაეფექტიანი საშუალებებია: საკვები დანამატები, ხახვი და ნიორი, იმუნომოდულატორები, ელეუტეროკოკის ნაყენები, ექინაცეას ნაყენები, ვირუსისგან დამცავი ამულეტები, ჰომეოპათიური საშუალებები.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად ეფექტიანი საშუალებებია: სრულფასოვანი ძილი, უარის თქმა ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებაზე, სრულფასოვანი კვება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ვაქცინაცია, პოზიტიური ემოციები.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად