როცა იბადები , როცა შენი სქესიც მდედრობითია, აი, მაშინ ხდები ამ პროფესიის პოტენციური მფლობელი.
ამ საპასუხისმგებლო სამსახურში არსებობს მნიჩვნელოვანი მესიჯები, რომელიც ხშირ შემთხვევაში დედებს ავიწყდებათ. მშობელი ყოველთვის ბავშვზეა ორიენტირებული, საკუთარ თავს დებენ იმისთვის, რომ „ბავშვისთვის ასე ჯობია“, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ჰგავს დამალობანას თამაშს, შენ იმალები შენივე გამოგონილ წესებში, რომელიც შესაძლოა, ბავშვის განვითარებაზე არასახარბიელოდ აისახოს.
მშობელი, ხშირ შემთხვევაში დედა, თვილის რომ შვილის კეთილდღეობის გამო, ყველა ღონე უნდა იხმაროს ოჯახის შესანარჩუნებლად, მარტივად - თავი შეიკავოს განქორწინებისგან. ეს საკმაოდ კარგად გავრცელებული შეცდომაა. დიახ, განქორწინებულ ოჯახში გამოვლენილა ბავშვის გაღიზიანებულობის, ნევროტულობის, ემოციური და ქცევითი პრობლემები, მაგრამ მოზარდის „უბედურებათა“ ერთადერთ მიზეზად მშობელთა განქორწინების ჩათვლა, ცხოვრებისეულად და თეორიულადაც, გაუმართლებელია.
ისეთი გარემო, სადაც არის მუდმივი ჩხუბი, კამათის უამრავი ფორმა , რომელიც მშობლის ემოციური ინტელექტის მიხედვით ვითარდება, ასევე კომფლიქტის ესკალაციის ის სახე, სადაც ძალადობაც მოიაზრება - გაცილებით დამღუპველად მოქმედებს მოზარდზე, ვიდრე თვით განქორწინება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთმანეთის მიმართ მშობლების ნეგატიური დამოკიდებულება ხშირად ბავშვზე „ჯავრის ამოყრის“ მიზეზი ხდება, რაც დიდი დოზით ახდენს გავლენას ბავშვის ემოციური მდგომარეობის დარღვევაზე. ოჯახური ატმოსფეროს როლი, მოზარდის პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
დროა, დიდიხანია დროა ვასწავლოთ დედებმა ერთმანეთს, რომ აღარ გვინდოდეს დამალობანას თამაში, რომ სამყაროს სულ თუ არა, ხანდახან მაინც შევხედოთ ბავშვის თვალებით, ისინი კი როდის ციმციმებენ, როცა ყავთ ბედნიერი, ენერგიული, მომღიმარი და სამყაროს აფსურდულობის მიუხედვად მებრძოლი დედა.
ჩვენ, ამ რთულ და სასიამოვნო პროფესიას შეჭიდებულ ქალებს, თუ არ გვჯერა საკუთარი თავის, თუ ჩვენი დამოკიდებულებები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით - გულისხმობს დავთმოთ ჩვენი პიროვნების უპირობო სიმშვიდე, თან მხოლოდ იმიტომ რომ „ამბობენ ბავშვისთვის ასე ჯობია“- ო, გეტყვით :
- არაფერიც არ ჯობია.
გისურვებთ ბედნიერ დედობას და სწორ გადაწყვეტილებებს.
ავტორი: განათლების ფსიქოლოგი ხატია ჯოხარიძე