ანაბელ თავდგირიძესა და მის პატარა ერეკლეს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს.
ანაბელი ამჯერად 6 თვის ბავშვისთვის დამატებით კვებაზე საუბრობს და ახალბედა დედებს ურჩევს, რომ დამატებითი კვება პატარას რაციონში არა 4 თვიდან, არამედ 6 თვიდან ჩართონ. როგორც თავად აღნიშნავს, ამ პერიოდში ჩვილის ორგანიზმი მზად არის მსგავსი ტიპის საკვების მისაღებად, რადგან ნაკლებად აწუხებს კოლიკა.