როგორ ვავარჯიშოთ ჩვილი - აღნიშნულთან დაკავშირებით ახალბედა დედამ ანაბელ თავდგირიძემ თავის პატარა ერეკლესთან ერთად საინტერესო ვიდეო ჩაწერა. ანაბელი დედებს ასწავლის, თუ როგორ ავარჯიშონ ჩვილი სახლის პირობებში.
ანაბელი იმ განსაკუთრებულ შემთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც ბავშვის ვარჯიში არ შეიძლება:
- მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება და მაღალი ტემპერატურა;
- სისხლდენა ან სისხლდენისადმი მიდრეკილება (მაგალითად, ჰემოფილია);
- კანის ნებისმიერი ლოკალიზაციის ჩირქოვანი პროცესი;
- სისხლის ავთვისებიანი დაავადება;
- გულის თანდაყოლილი მანკი;
- თიაქარი (ჭიპის, ბარძაყის, საზარდულის );
- კანის, ფრჩხილებისა და თმის დაავადება;
- კუჭ-ნაწლავის დაავადება, რომელსაც თან ახლავს ღებინება და ფაღარათი.
სანამ ვიდეოს ნახავთ, არ დაგავიწყდეთ !!!
Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)