Baby Bag

საოცარი ფილმი მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის შესახებ - აუცილებლად სანახავი

საოცარი ფილმი მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის შესახებ - აუცილებლად სანახავი

ფილმი, რომელსაც დღეს ​MomsEdu.ge გთავაზობთ, მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის შესახებაა. 

შინაარსი კი ასეთია: 

ჯარისკაცი, რომელიც სკოლის მასწავლებელი გახდა, უჩვეულო მეთოდებს იყენებს რომ როგორმე სუსტი მოწაფეების კლასი აამუშავოს. ამასთან ერთად ბრძოლა უწევს ერთ ხარბ მეწარმესთან, მის ბანდასთან და ასევე მთავრობასთან.


​ფილმი იხილეთ ბმულზე ​,,დიდი ძმა''

ფილმს ვუყურებ თუ კინოს ვუყურებ? - რომელია სწორი ფორმა
ფილმს ვუყურებ თუ კინოს ვუყურებ? - რომელია სწორი ფორმა. არსებობს მოსაზრება, თითქოს კინოს ვუყურე არასწორია, რადგან კინო აღიქმება დაწესებულებად, სადაც ფილმებს უჩვენებენ. თუმცა სასაუბრო მეტ...

შეიძლება დაინტერესდეთ

5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

ოჯახის შესახებ გადაღებული შთამაგონებელი ფილმების ყურება ადამიანებს ხშირად არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისგან იცავს და მათთვის სტიმულის მიმცემია. ჩვენს სტატიაში 5 ფილმს გაგაცნობთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ადამიანისთვის ოჯახი ყველაფერია:

1. „ღრუბლებში გასეირნება“

ამ ფილმის ნახვის შემდეგ დაიჯერებთ, რომ ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორებიცაა სილამაზე და სიყვარული, სამყაროს გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლიათ. არაჩვეულებრივი მუსიკა, ნიჭიერი მსახიობები და დამაინტრიგებელი სიუჟეტი - ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც ამ ფილმს აუცილებლად უნდა უყუროთ.

2.  „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“

„კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც იდეალურ ოჯახზე მეოცნებე ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ყველა ოჯახს თავისი დრამა აქვს. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი განქორწინების პირას მყოფ წყვილს თამაშობენ, რომლებიც მოთმინებას და სხვისი ინტერესების საკუთარ სურვილებზე წინ დაყენებას ნელ-ნელა სწავლობენ.

3. ისტორია ჩვენს შესახებ“

ძალიან სენტიმენტალური ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ უმნიშვნელო დეტალებს ყველაფრის დანგრევა შეუძლიათ, რაც გვაქვს. მიშელ პფაიფერი და ბრიუს უილისი მძიმე ვითარებაში აღმოჩენილ წყვილს თამაშობენ.

4. „მოხატული პირბადე“

უილიამ სომერსეტ მოემის ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი ქოლერის ეპიდემიის დროს დაბადებულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმის გმირების სიყვარულის ისტორია საოცრად მომხიბვლელია. ფილმის მთავარი სათქმელი შემდეგია: ნამდვილი სიყვარული წამიერი ვნებებით არ იბადება, ის გაგებითა და მოთმინებით იზრდება და ყალიბდება.

5. „შენი, ჩემი და ჩვენი“

ეს დიდებული ფილმი მთელმა ოჯახმა ერთად უნდა ნახოს. არაჩვეულებრივი მსახიობები, ლამაზი მუსიკა და საოცარი იუმორი - სხვა რა უნდა ინატროთ, როდესაც კარგი კომედიური ჟანრის ფილმის ყურება გსურთ?!

წაიკითხეთ სრულად