ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად სხვადასხვა საშუალებას უნდა მივმართოთ: დავიბანოთ ხელები ხშირად, არ შევეხოთ ხელებით სახეს, გამოვიყენოთ პირბადე, ხელთათმანები, სახლში მივსვლითანავე გავიხადოთ საგარეო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ყველაზე მნიშვნელოვანი - დავრჩეთ სახლში.
თუმცა ზოგიერთი ადამიანის კორონავირუსისგან თავდაცვა სასაცილოც კია. მსოფლიოს გარშემო არსებულ მსგავს შემთხვევებს შორის ქართველი მამაკაცი მოხვდა, რომელიც თავს ვირუსისგან გადაჭრილი პლასტმასის ბოთლით იცავდა.
ნახეთ ფოტოები