Baby Bag

„ქალაქობანა“ - თამაში 90-იანი წლებიდან

„ქალაქობანა“ - თამაში 90-იანი წლებიდან

თამაში, რომელსაც Momsedu.ge გთავაზობთ, ყველასთვის ნაცნობი „ქალაქობანაა“. 

როგორია თამაშის წესები?

თამაშში ორი ან ორზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მოთამაშეები ერთმანეთს ცოდნის რაც შეიძლება სწრაფად გამოვლენაში ეჯიბრებიან. 

მოთამაშეებიდან ერთ-ერთი იწყებს პატარა ხაზების ჩამოსმას. როდესაც რომელიმე მონაწილე იტყვის ,,სტოპ“, ხაზების ჩამოსმა უნდა შეწყდეს. თითოეულ ხაზს ქართული ანბანის თითო ასო შეესაბამება. რომელ ასოზეც შეჩერდა ხაზების ჩამოსმა, მონაწილეებმა იმ ასოზე დაწყებული სიტყვები უნდა მოიფიქრონ.

მაგალითად, თუ დასრულდა „დ“ ასოზე, მაშინ ყველა სიტყვა - ქალაქი, სოფელი, სახელი, გვარი... უნდა იწყებოდეს „დ“-ზე. 

სურვილის მიხედვით, ჩამონათვალი შეგიძლიათ გაზარდოთ: მწერალი, ფრინველი, ცხოველი, მდინარე...

როგორ იწერება ქულები:

5 ქულა - თუ ყველა მონაწილეს ერთი და იგივე სიტყვა უწერია. 10 ქულა - თუ ყველა მონაწილეს განსხვავებული სიტყვა უწერია. 20 ქულა - თუ მხოლოდ ერთმა მონაწილემ გაიხსენა „მ“ ასოზე დაწყებული სიტყვა. 

გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან ექიმებს აჩუქეს - ფოტოები

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან ექიმებს აჩუქეს - ფოტოები

1500 ტიტა გურჯაანელი კაკო პაპას ბაღიდან მოქალაქეებმა მადლიერების ნიშნად თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებს აჩუქეს. 

იდეის ერთ-ერთი ავტორია სოფო ახალაია, რომელმაც მეგობრებთან ერთად ტიტები კახეთში შეიძინა და კლინიკის ქალბატონებს მიუძღვნა.

გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის ისტორია, რომელიც პანდემიის გამო ტიტებს ვეღარ ყიდდა, რამდენიმე დღის წინ ​რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. 63 წლის მეყვავილეს ასეულობით უცნობი ადამიანი დაეხმარა. მეყვავილემ ტიტები ერთ დღეში სრულად გაყიდა. მას მოქალაქეებმა და კომპანიებმა იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე იზარალა.


წაიკითხეთ სრულად