თავდაყირა დგომა, მიწაზე ხოხვა, სასაცილო საცეკვაო თუ აკრობატული ილეთების შესრულება ჯონათანის მუშაობის სტილია, რომელიც წყვილს საქორწილო მღელვარების გადალახვაში ეხმარება და ფოტოებიც ფანტასტიკური გამოდის.
შეუძლებელია, ჯონათანის ფოტოსესია უყურო და არ გაგეცინოს. სწორედ ამიტომაც მას „მისტერ მხიარულებასაც“ ეძახიან.
გთავაზობთ ჯონათანის ვიდეოს ერთერთი საქორწილო ფოტოსესიიდან, რომლის ნახვის შემდეგაც ბევრს იხალისებთ და, ალბათ, თავადაც გენდომებათ მსგავს ფოტოგრაფს ანდოთ თქვენი ცხოვრების ერთერთი მნიშვნელოვანი დღე.
ჯონათანის სხვა ვიდეოების ნახვას მის ფეისბუქ გვერდზე შეძლებთ.