Baby Bag

ქუთაისის N14 სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტი არ გადაიხადეს და ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

ქუთაისის N14 სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტი არ გადაიხადეს და ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ბანკეტი არ გადახდეს და ბანკეტის ნაცვლად ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

ამის შესახებ სკოლის დირექტორი, ნონა ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს:

წელს ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის მე-12ა კლასს ბანკეტი არ ექნება. ისინი ზესტაფონის ბავშვთა სახლს სტუმრობენ და იქ ახარებენ პატარებს, ჩემი ჭკვიანები...“

 

როგორც კლასის დამრიგებელი ნანა გოგორიშვილი აღნიშნავს, მოსწავლეებმა ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვები საჩუქრებითა და მათი სტუმრობით გაახარეს:

„12ა კლასმა ბოლო ზარზე გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა ზესტაფონში არსებული ბავშვთა დღის ცენტრისთვის. ალიან დიდი სიყვრული და სითბო წამოვიღეთ დღეს ამ ლამაზ ბავშვებთან სტუმრობით, მოგვიწყვეს არაჩვეულებრივი დახვედრა, სიმღერებითა და სხვადასხვა გასართობებით. ჩემებმა თავიანთი საჩუქრებითა და სტუმრობით გაახარეს მათი გულები. ძალიან დიდი მადლობა, ბავშვებო, იმისათვის, რომ ეს დღე ესეთი ლამაზი გამოგვივიდა,“ - წერს ნანა გოგორიშვილი სოციალურ ქსელში.

 



შეიძლება დაინტერესდეთ

,,თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!'' - განათლების მინისტრის მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

,,თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!'' - განათლების მინისტრის მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

​,,ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას.

ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი „ბოლო ზარი" - დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ.

მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას.

ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, უზრუნველგვეყო სასწავლო პროცესის უწყვეტობა. ალბათ დღეს, როგორც არასდროს, ცხადი გახდა ამ ამოცანის მნიშვნელობა, რადგან ამ თუ სხვა გამოწვევათა დაძლევა მხოლოდ ცოდნით, განათლებით, მეცნიერებით შეიძლება.

და უკვე ხვალიდან, როდესაც თქვენს წინაშე უამრავი ახალი პერსპექტივა იხსნება, უკეთესი მომავლის უმთავრესი შემოქმედები სწორედ თქვენ ხართ. ცოდნის გაღრმავების ჟინით, გამოწვევებისადმი მზაობით, ნოვატორული მიდგომებით უნდა იკისროთ საკუთარი, ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის ბედის წარმართვა.

ასე რომ, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება - ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით.

თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!

წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე!''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მილოცვა მე-12 კლასელებს. 

წაიკითხეთ სრულად