Baby Bag

სერიალები, რომლებსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

სერიალები, რომლებსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

დედებს ყველაზე მეტად სჭირდებათ განტვირთვა და დასვენება. 

სწორედ ამიტომ, MomsEdu.​ge-მ ისეთი სერიალები შეარჩია, რომლებიც მათ განტვირთვის საშუალებას მისცემს.

1. პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ სერიალს ვუთმობთ - Game of Thrones 

2. ამ ფილმის მთავარი გმირები დამნაშავენი არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს გაეძარცვათ სამეფო მონეტების ეზო ესპანეთში და ჯიბეში 240 მილიონი დოლარი ჩაედოთ - La Casa de Papel

3. ახალგაზრდა ნიჭიერი ექიმის ისტორია, რომელსაც უნიკალური შესაძლებლობები აქვს - დაუჯერებელი მეხსიერება და განტასტიური მგრძნობელობა პრობლემებისადმი, რომელიც ადამიანის ორგანისზმში ჩნდება. გმირი ბრწყინვალე ქირურგი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი პიროვნული განვითარება ათი წლის ბავშვის განვითარებას შეესაბამება - The Good Doctor

4. მოვლენების ეპიცენტრშია ახალგაზრდა ქირურგი - მერედიტ გრეი, რომელიც სიეტლის საავადმყოფოში მუშაობს, აგრეთვე მასთან ერთად მომუშავე დამწყები ექიმები - Grey's Anatomy

5. ენი ცამეტი წლის ობოლი გოგონა, რომელმაც ადრე დაკარგა მშობლები. გოგონა ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს, მაგრამ მისი ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც შეცდომით ახალ ოჯახში გაგზავნიან საცხოვრებლად, ასაკიან შინაბერასა და მის ძმასთან - Anne with An ''E''

6. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ისტორია, რომელიც ცდილობს გამონახოს ბალანსი კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის - Madam Secretary

7. 4 განსხვავებული და საოცრად მიმზიდველი ქალი, მათი სხვადასხვა შეხედულებები ცხოვრებაზე და პრობლემების მოგვარების ოთხი განსხვავებული მეთოდი - Sex and The city

8. სიუჟეტის ცენტრში – ოთხი თანამედროვე დიასახლისი ქალბატონია, რომლებიც მშვიდ ქალაქში ცხოვრობენ და პირად ბედნიერებას ეძებენ. სუზანი მარტო დარჩა მას შემდეგ, რაც ქმარმა მდივანზე გაცვალა. ყოფილი ფოტომოდელი გაბრიელი, რომელიც ანგარებით გათხოვდა, მიხვდა, რომ ფული კი არა ნამდვილი სიყვარული სჭირდებოდა და ახალგაზრდა მებაღესთან გააბა რომანი. ბრი გაბზარული ქორწინების შენარჩუნებას და ნარკომან ვაჟთან და პრეტენზიულ ქალიშვილთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს - Desperate Housewives

9. ბოლო რამდენიმე წელში ახალმა ტექნოლოგიებმა, ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალეს, ჩვენ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარით და აი ისინი აქ არიან. ყველა ჩვენგანს აქვს სახლში კომპიუტერი, პლაზმური ტელევიზორი ან ტელეფონი, აი ზუსტად ეს არის ჩვენი საუკუნის შავი სარკე. შეიძლება ითქვას რომ რეალობასთან კავშირს ვკარგავთ. ჩვენ თაყვანს ვცემთ GOOGLE-სა და APPLE-ს. ხოლო FACEBOOK-ი უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენი მშობლები. ამ "შავ სარკეში" მხოლოდ ჩვენი სამყაროს რეალობის დანახვა შეიძლება - Black Mirror

10. პაიპერ ჩეპმენი - კონეკტიკუტის ჩვეულებრივი მაცხოვრებელია. მას უყვარს თავისი წარმატებული ცხოვრება და ყველა მისი წვრილმანი. დილით დუში, ლამაზი საუზმე, სიყვარულით დაკავება. მაგრამ ხდება ისე, რომ პაიპერი ხვდება ციხეში 15 თვით. ამიერიდან საჭიროა არა მარტო შეეგუოს ახალ გარემოს, არამედ თავი გადაირჩინოს - Orange is the new Black

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველას გთხოვთ, რომ ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს, იყოს ღიმილი,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

„ყველას გთხოვთ, რომ ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვებთ ბავშვს, იყოს ღიმილი,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

​​ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის ცხოვრებაში ღიმილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის ღიმილი თავისუფალი, გულწრფელი და გადამდებია:

„ბავშვის ღიმილი, განსაკუთრებით პირველი 3-5 წლის განმავლობაში აბსოლუტურად თავისუფალი და გადამდებია. როდესაც ბავშვი იცინის, ყველა მოზრდილი, ვინც არის ბავშვთან ერთად, ავტომატურად იწყებს სიცილს. ეს გადამდები სიცილი თავის ტვინის სარკისებური ნეირონების დამსახურებაა.“

ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვებს ხშირად გაუღიმონ:

„ყველას გთხოვთ, რომ ​ბავშვთან ურთიერთობაში პირველი, რასაც დაანახვე​ბთ ბავშვს იყოს ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ბავშვისთვის ეს ძალიან იოლი მიმღებლობაა. გაიღიმეთ, რა თქმა უნდა, ბუნებრივად და არა იძულებით, რომ ბავშვმა ეს დაინახოს. ბავშვი ამას გრძნობს ძალიან კარგად. ჩვენი სახე და მერე უკვე ჩვენი ქმედებები, მოძრაობები, ბავშვისთვის არის კოდი. ეს არის შიფრი ქცევისა, თუ როგორ მოვიქცე.“

„მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დადებითი ფორმით ურთიერთობა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ემოცია. ემოციის ყველაზე კარგი და ლამაზი გამოხატვა არის ღიმილი. გაიღიმეთ, იმიტომ, რომ ეს უნიკალური ენაა მთელს მსოფლიოში, ყველა ადამიანში, განსაკუთრებით ბავშვებში. ​გაუღიმეთ ბავშვს, მისგან მიიღებთ უფრო მეტ ღიმილს, უფრო ბუნებრივ ღიმილს, რომელიც ისევ თქვენ გაგაცინებთ. ღიმილით და სიკეთით იცხოვრეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას,“ - აღნიშნა ბაკურ კოტეტიშვილმა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად