ბავშვის მამა არის პირველი მამაკაცი. ის თვალებს ბავშვისკენ აცეცებს, დაძაბული ზის და გაზეთს ზედაპირულად კითხულობს. მეორე მამაკაცი კი მთლიანად ტელეფონშია ჩართული და ბავშვისადმი ყურადღებას არ იჩენს.
„კარგი ბავშვის აღსაზრდელად საუკეთესო გზა მისი გაბედნიერებაა,“ – 10 გამონათქვამი ბავშვის აღზრდაზე
მშობლობა რთული პროფესიაა, რომლის ათვისება ადამიანებს ხშირად ძალიან უძნელდებათ. ჩვენს სტატიაში ბავშვის აღზრდაზე 10 ცნობილ გამონათქვამს გაგაცნობთ, რომელიც შვილთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.
1. „ბავშვი აღიზრდება იმის შესაბამისად, თუ როგორები არიან ზრდასრულები და არა იმის მიხედვით, თუ რას ამბობენ ისინი,“ - კარლ იუნგი.
2. „მშობლებს შეუძლიათ სწორ გზაზე დააყენონ შვილები და მათ კარგი რჩევები მისცენ, თუმცა ადამიანის ხასიათის საბოლოო ჩამოყალიბება მხოლოდ მის ხელშია,“ - ანა ფრანკი.
3. „ბევრად ადვილია ძლიერი ბავშვის აღზრდა, ვიდრე გაუბედურებული ადამიანის გაბედნიერება,“ - ფრედერიკ დუგლასი
5. „თუ ადამიანი შეძლებს საკუთარი ენთუზიაზმი მემკვიდრეობით გადასცეს შვილებს, გარდაცვალების შემდეგ ის მათ შეუფასებელ ქონებას დაუტოვებს,“ - თომას ედისონი
6. „დროა მშობლებმა შვილებს ასწავლონ, რომ ძალა და სილამაზე მრავალფეროვნებაშია,“ - მაია ანჯელოუ
7. „ამქვეყნად ბევრი კარგი რამ არის, მაგრამ ბოროტებაც არსებობს. თქვენს შვილს სიკეთეს არ უკეთებთ, როდესაც რეალობისგან მის დაცვას ცდილობთ. მთავარია, ბავშვს ასწავლოთ, რომ სიკეთე ბოროტებაზე ყოველთვის იმარჯვებს,“ - უოლტ დისნეი