Baby Bag

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას, სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.

წინა წლებში არდადეგები 30 დეკემბერს იწყებოდა და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გრძელდებოდა. 

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

დავალების შეფასება და ატვირთვა ელექტრონულ ჟურნალში - ვიდეოინსტრუქცია

დავალების შეფასება და ატვირთვა ელექტრონულ ჟურნალში - ვიდეოინსტრუქცია

ელექტრონულ ჟურნალში დავალების შეფასებასთან და ატვირთვასთან დაკავშირებით გთავაზობთ განათლების სამინისტროს ვიდეოინსტრუქციას.

ვიდეოინსტრუქციაში ნახავთ:

  • როგორ ატვირთოს მასწავლებელმა დავალება ელექტრონულ ჟურნალში?
  • როგორ ატვირთოს მოსწავლემ დავალება?
  • როგორ შეაფასოს მასწავლებელმა დავალება?
  • როგორ ნახოს მასწავლებლის შეფასება მოსწავლემ საშინაო დავალებაზე?

წაიკითხეთ სრულად