Baby Bag

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას, სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.

წინა წლებში არდადეგები 30 დეკემბერს იწყებოდა და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გრძელდებოდა. 

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

ეკატერინე ტიკარაძე სკოლების გახსნის მთავარ პირობას ასახელებს

ეკატერინე ტიკარაძე სკოლების გახსნის მთავარ პირობას ასახელებს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სკოლების გახსნის მთავარ პირობაზე ისაუბრა, მისი თქმით, სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია:

„სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება შეძლონ“, - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად