Baby Bag

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას, სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.

წინა წლებში არდადეგები 30 დეკემბერს იწყებოდა და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გრძელდებოდა. 

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის არის ელექტრონული ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა?

როდის არის ელექტრონული ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა?

​განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 იანვარი. მათივე ცნობით, როდესაც მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ყველა მოსწავლის ჭრილში ზუსტია, მათ უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დადასტურება.

„აქვე გაცნობებთ, თუ მასწავლებელი აღნიშნულ რიცხვამდე არ უზრუნველყოფს ჟურნალში ინფორმაციის დროულ ასახვასა და მის დადასტურებას, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაიკითხეთ სრულად