Baby Bag

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საახალწლო არდადეგების ხანგრძლივობა შეიცვალა

საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას, სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.

წინა წლებში არდადეგები 30 დეკემბერს იწყებოდა და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გრძელდებოდა. 

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოს 12 ქალაქში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის პროგრამა“ დაიწყო, რომელიც ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს

საქართველოს 12 ქალაქში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის პროგრამა“ დაიწყო, რომელიც ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს
საქართველოს 12 ქალაქში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის პროგრამა“ დაიწყო, რომელიც ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პროგრამა თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში, ჩოხატაურში, თელავში, ახალქალაქში, ჭიათურაში სენაკსა და ამბროლაურში 1-ლი ნოემბერიდან მიმდინარეობს და ამ ეტაპზე 1750 მონაწილეს ითვლის. ( აქედან 537 მოქმედი მასწავლებელია).
მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ახალი პროგრამა იძლევა საშუალებას, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით. გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს.

წაიკითხეთ სრულად