Baby Bag

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ​ავრცელებს.

სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ ​გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

სააღდგომო დასვენების დღეებში რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევდით თქვენს მოსწავლეებს

სააღდგომო დასვენების დღეებში რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევდით თქვენს მოსწავლეებს

2019 წლის 28 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.

სკოლები წითელ პარასკევსა (26 აპრილი) და ორშაბათს (29 აპრილს) დაისვენებენ, შაბათ-კვირასაც თუ გავითვალისწინებთ, ჯამში 4 დღე გამოდის დასვენება. 

რა წიგნის წაკითხვას ურჩევდით მოსწავლეებს სააღდგომო დასვენების დღეებში?

თქვენი აზრი კომენტარებში გაგვიზიარეთ. 

წაიკითხეთ სრულად