Baby Bag

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ​ავრცელებს.

სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ ​გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

წამყვანი მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი ანიმაციური რესურსები

წამყვანი მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი ანიმაციური რესურსები

გთავაზობთ თბილისის 167-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებლის რუსუდან გორგაძისა და მოსწავლეების მიერ შექმნილ ანიმაციურ რესურსებს. 

ქსელური პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსი „თხა და გიგო“


„მგელი და კრავი“


იხილეთ ასევე რუსუდან გორგაძის ​youtube არხი და საგანმანათლებლო ბლოგი. 

წაიკითხეთ სრულად