Baby Bag

შეიცვალა თუ არა ზამთრის არდადეგების თარიღი?

შეიცვალა თუ არა ზამთრის არდადეგების თარიღი?

შეიცვალა თუ არა ზამთრის არდადეგების თარიღი? - აღნიშნული კითხვით ​MomsEdu.ge-ს არაერთი მკითხველი დაუკავშირდა. 

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნეს, ზამთრის არდადეგების თარიღი არ შეცვლილა, არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით (ორი კვირა) გაგრძელდება. 

აღნიშნული კალენდრით საჯარო სკოლები სარგებლობენ. კერძო სკოლები კი, სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების ჯგუფი“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და გაწევრიანდით ჯგუფში - „მასწავლ​ებლების ჯგუფი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა

ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ქეთევან ბერიძე სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და 30 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, პროფესიულ განვითარებაზე გამუდმებით ზრუნავს.

ცარო მაისურაძე მოსწავლეებს გამორჩეულად უყვართ. ის გეოგრაფიას ქალაქ თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ასწავლის და პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.

ლუიზა ლომჯარია ინგლისური ენის მასწავლებელია. პედაგოგიური საქმიანობა 43 წლის წინ დაიწყო და თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში დღემდე წარმატებით აგრძელებს.

შალვა ხუციშვილი თბილისის 219-ე საჯარო სკოლის პედაგოგია და უკვე 39-ე წელია მოსწავლეებს მათემატიკას წარმატებით ასწავლის.

მარინა მამულაშვილი თბილისის 140-ე საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგია,33 წლიანი სამუშაო სტაჟით.მისი გაკვეთილები მრავალფეროვანი, განსხვავებული და საინტერესოა.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

წაიკითხეთ სრულად