Baby Bag

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა. 

„არ ვნერვიულობ. ვთვლი, რომ მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვებაა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა," - აღნიშნა გამგზავრების წინ ლადო აფხაზავამ. 

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი 24 მარტს, ქალაქ დუბაიში გამოვლინდება. 

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ლარით და ვის გაეზრდება ხელფასები 2022 წლის იანვრიდან?

რამდენი ლარით და ვის გაეზრდება ხელფასები 2022 წლის იანვრიდან?

სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის 2022 წლის იანვრიდან, სახელფასო დანამატის 100 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული, ამისთვის კი პროექტით 79.4 მლნ ლარია განსაზღვრული - აღნიშნულის შესახებ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტშია გაწერილი. 

დოკუმენტის მიხედვით,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება 79.4 მლნ ლარითაა გაზრდილი და ჯამში 975.0 მლნ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 1 637.5 მლნ ლარითაა განსაზღვრული, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 112.7 მლნ ლარით აღემატება. 88.7 მლნ ლარით გაზრდილია სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება და 1 145.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

წაიკითხეთ სრულად