Baby Bag

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა. 

„არ ვნერვიულობ. ვთვლი, რომ მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვებაა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა," - აღნიშნა გამგზავრების წინ ლადო აფხაზავამ. 

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი 24 მარტს, ქალაქ დუბაიში გამოვლინდება. 

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

კითხვები, რომელთაც მასწავლებლის სახლის დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს დაუსვამდით

კითხვები, რომელთაც მასწავლებლის სახლის დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს დაუსვამდით

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად პედაგოგებს მასწავლებელთა საქმიანობაში დაგეგმილ და განხორციელებულ სიახლეებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა აქვთ. 

მოგვწერეთ დღესვე თქვენი კითხვა მეილზე  - momsedu.ge@gmail.com და ჩვენ შევეცდებით პასუხები მასწავლებლის სახლის დირექტორისგან მივიღოთ. 

წაიკითხეთ სრულად