Baby Bag

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა. 

„არ ვნერვიულობ. ვთვლი, რომ მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვებაა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა," - აღნიშნა გამგზავრების წინ ლადო აფხაზავამ. 

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი 24 მარტს, ქალაქ დუბაიში გამოვლინდება. 

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებული ტესტები - ქართული, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, მუსიკა

2019 წლის მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებული ტესტები - ქართული, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, მუსიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს.

ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

წაიკითხეთ სრულად