Baby Bag

სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

სკოლებში ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული - ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს.

საჯარო და კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში.

რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე, 4 ოქტომბერს მათ უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი გააგრძელონ აუდიტორიებში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია სამინისტროსთან შეთანხმებით.

ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული და სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი“, - დასძინა მიხეილ ჩხენკელმა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება...
​4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.„დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქ...

შეიძლება დაინტერესდეთ

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

წაიკითხეთ სრულად