რა შემთხვევაში აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში? - აღნიშნულ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა.
„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს.
სასურველია, რომ სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს. ჩვენ ასევე ვითვლით, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს ვირუსი გადატანილი. მარტო მასწავლებლები არ არიან მნიშვნელოვნები.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ბავშვის ოჯახის წევრებმა - მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ნახეთ ვიდეო
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დოკუმენტების განთავსების ვადა განისაზღვრა - მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანება
იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა უარყოფითად შეუფასდა, ელექტრონულ სისტემაში პრაქტიკის კვლევის დოკუმენტების განთავსების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 15 მაისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით პერიოდი. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც მასწავლებლის სახლის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს, დღეს გამოქვეყნდა.
როგორც მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი ქრისტინე ინგოროყვა სოციალურ ქსელში წერს, ამ ეტაპზე შემოწმებულია იმ პირების კვლევებიც, რომლებიც შეფასების ჯგუფების მიერ შეფასდნენ დეკემბერში, ცენტრის დირექტორის №265 (19/11/2019) ბრძანების პუნქტი - დ შესაბამისად.
„თითოეული კვლევის პასუხი - დადებითიც და უარყოფითიც უკვე გადაგზავნილია სკოლებში და თუ აკმაყოფილებდით წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ჯერ არ მიგიღიათ პასუხი, აუცილებლად გადაამოწმეთ რესურსცენტრში,“ - აღნიშნავს ქრისტნე ინგოროყვა.
ცნობისთვის, გარე დაკვირვების შესახებ ბრძანებაში ცვლილება გუშინ შევიდა. ცვლილების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.