Baby Bag

სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით მეთოდური გზამკვლევი შეიქმნა

სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით მეთოდური გზამკვლევი შეიქმნა

„ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მეთოდური გზამკვლევი შემუშავდა.

გზამკვლევი - „სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან“ - საგნის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი. მასში აღწერილია სწავლა-სწავლების ზოგადი კონცეფციები და სტრატეგიები, მათ შორის, სწავლების უნივერსალური დიზაინი, სწავლა-სწავლების დიფერენციალური მიდგომა, მულტიმოდალური სწავლება, კეთებით სწავლება, სკაფოლდინგი, მოდელირება და ა.შ.

გზამკვლევი ასევე ითვალისწინებს კონკრეტული სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების სტრატეგიებს. გზამკვლევში აღწერილი კონცეფციები, მიდგომები და სწავლა-სწავლების უმეტესი სტრატეგიები ზოგადად მოსწავლეებთანაც უნივერსალურად გამოყენებადია.

იხილეთ გზამკვლევი: „სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან“

შეიძლება დაინტერესდეთ

„საქართველოს ისტორიაში პირველად მასწავლებლის პროფესიაში განხორციელდა რეფორმა, რომლის შედეგადაც მომსვლელიც კმაყოფილი იყო და წამსვლელიც“

„საქართველოს ისტორიაში პირველად მასწავლებლის პროფესიაში განხორციელდა რეფორმა, რომლის შედეგადაც მომსვლელიც კმაყოფილი იყო და წამსვლელიც“

როგორი იყო გასული 2019 წელი განათლების სისტემისთვის? - „ახალი განათლების“ ​აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ უპასუხა. 

გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:  

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მასწავლებლის პროფესიაში განხორციელდა რეფორმა, რომლის შედეგადაც მომსვლელიც კმაყოფილი იყო და წამსვლელიც – პრაქტიკოსმა პენსიონერმა პედაგოგებმა ისარგებლეს დამსახურებული ჯილდოთი და ახალბედებს კი, პროფესიაში შესვლის საშუალება მიეცათ,“ - სწორედ ასეთი შეაფასა მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გასული 2019 წელი. 
წაიკითხეთ სრულად