ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
მასწავლებელთა რეაქციები, როდესაც შეიტყვეს, რომ კრედიტქულები მიენიჭათ
მასწავლებლებისთვის კრედიქტულების მოპოვება ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი სტატუსის ცვლილება და კარიერული წინსვლა.
ნახეთ პედაგოგების ფეისბუქსტატუსები, სადაც ისინი თავიანთ სიხარულს კოლეგებს უზიარებენ. კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია, როდესაც მსგავსი სიახლე შეიტყვეთ.