ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.
აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა კანონპროეტქის მისაღებად 63 ხმა იყო საჭირო.
როგორც ცნობილია, პარლამენტში დეპუტატებმა ხმაურისა და ცუდი აკუსტიკის გამო ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი. რის შემდეგაც დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.
შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩაქარებული წესით იხილავდა.