ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩართულ სკოლების თანამშრომლებს ტრანსპორტი მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება, მათი მომსახურე პერსონალისა და პედაგოგებისთვის მოხდება ტრანსპორტით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - დასძინა კახა კალაძემ.
ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით დაფასდეს მასწავლებლების ამაგი
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნულ დღეს ულოცავს მასწავლებლებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„დღეს მთელი მსოფლიო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
გილოცავთ ამ დღეს ყველას, ვინც ცხოვრება ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას - მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირეთ.
გულწრფელად მჯერა, რომ მასწავლებლის შრომა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივ საქმეთაგან.
სწორედ ამიტომ გვინდა და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით დაფასდეს თქვენი ამაგი.
გისურვებთ დღეგრძელობას და შემდგომ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.“