Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა

2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია ცნობილია.

პროგრამების სია იხილეთ ბმულზე: www.matsne.gov.ge

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც სასწავლებლების მიხედვითაა დალაგებული და, ასევე, ინფორმაციას სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ (მისაღები კონტინგენტი და სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობა შესაძლოა განსხვავებული იყოს).

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tsu.ge

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი www.gtu.ge

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი www.iliauni.edu.ge

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.atsu.edu.ge

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.bsu.edu.ge

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sou.edu.ge

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tesau.edu.ge

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sjuni.edu.ge

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.gu.edu.ge

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.zssu.ge

წაიკითხეთ სრულად