Baby Bag

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს''

,,უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს''

,,უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს,'' -  აღნიშნულის შესახებ  პრემიერ მინისტრმა განაცხადა.

„დღეს საქართველოში რეკორდული მაჩვენებლი - 919 ინფიცირებული დაფიქსირდა. ეს სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში დიდი ალბათობით 1 000-ს გადავაბიჯებთ და ეს ზრდა გაგრძელდება. ჯანდაცვის სისტემა ამ დარტყმას გაუძლებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს არანაირი გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერებისა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და ლოქდაუნების“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


წაიკითხეთ სრულად