Baby Bag

15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეფასდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და 7 დღის მაჩვენებელმა 4%-ზე დაბლა დაიწია.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

მნიშნელოვანია, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www.online.emis.ge.

რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას.

რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ცალკე განცხადება გაკეთდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტება გააკეთა:

„ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს. როგორც იცით, ეპიდსიტუაცია საშუალებას გვაძლებს, რომ 15 თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში. მინდა საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი.

როგორც იცით, ორშაბათს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე გაგრძელდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებისა, ხოლო 15 თებერვლიდან გაგრძელდება ამ 3 ქალაქშიც, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს – ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაკეთდება.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რომ სკოლებში იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო.“


შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლების საყურადღებოდ!!! - ჩაინიშნეთ ტელეგაკვეთილების ცხრილი

მშობლების საყურადღებოდ!!! - ჩაინიშნეთ ტელეგაკვეთილების ცხრილი

ორშაბათიდან, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებითვის „ტელესკოლა“ იწყება.

ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

„ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ.

გაკვეთილების თხრობისას გათვალისწინებულია სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

არსებულ ცხრილს ეტაპობრივად ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებული ქართულის, როგორც მეორე ენის, ასევე, აზერბაიჯანულისა და სომხური ენების ტელეგაკვეთილები დაემატება. სამინისტრო და პირველი არხი მუშაობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების ტელეფორმატის შესაქმნელად.

„ტელეკსოლის“ დაწყებამდე, მოსწავლეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა „ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილს გაეცნონ:

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ორშაბათი

I-II კლასი

09:00 -09:15 მათემატიკა I კლასი

09:20 -09:35 ქართული

09:40 -09:55 სახვითი ხელოვნება

V კლასი

10:00 -10:15 ჩვენი საქართველო

10:20 -10:35 მათემატიკა

10:40 -10:55 სახვითი ხელოვნება

VII კლასი

11:00 -11:15 ქართული

11:20 -11:35 მათემატიკა

11:40 -11:55 ფიზიკის დრო

12:00 -12:15 ფიზიკის დრო

IX კლასი

12:20 -12:35 ქართული

12:40 -12:55 ქიმია

XI კლასი

13:00 -13:15 გეოგრაფია

13:20 -13:35 ქართული

13:40 -13:55 ქიმია

14:00 -14:15 ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები აბიტურიენტებისთვის

14:20 -15:00 შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „მუზეუმის საიდუმლოებები“

სამშაბათი

IV კლასი

09:00 -09:15 ქართული

09:20 -09:35 მათემატიკა

09:40 -09:55 ბუნება

VI კლასი

10:00 -10:15 ჩვენი საქართველო

10:20 -10:35 ბუნება

10:40 -10:55 მათემატიკა

VIII კლასი

11:00 -11:15 ქართული

11:20 -11:35 ისტორია

11:40 -11:55 ქიმია

X კლასი

12:00 -12:15 ქართული

12:20 -12:35 ბიოლოგია

12:40 -12:55 გეოგრაფია

აბიტურიენტის დრო

13:00 -13:15 ქართული

13:20 -13:35 მათემატიკა

13:40 -13:55 ისტორია

14:00 -14:15 ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები აბიტურიენტებისთვის

14:20 -15:00 შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „მუზეუმის საიდუმლოებები“

ოთხშაბათი

I-II კლასი

09:00 -09:15 მათემატიკა II კლასი

09:20 -09:35 ბუნება

09:40 -09:55 მუსიკა

V კლასი

10:00 -10:15 ქართული

10:20 -10:35 ბუნება

10:40 -10:55 მუსიკა

VII კლასი

11:00 -11:15 ისტორია

11:20 -11:35 გეოგრაფია

11:40 -11:55 ბიოლოგია

IX კლასი

12:00 -12:15 ისტორია

12:20 -12:35 გეოგრაფია

12:40 -12:55 მათემატიკა

XI კლასი

13:00 -13:15 ისტორია

13:20 -13:35 მათემატიკა

13:40 -13:55 ბიოლოგია

14:00 -14:15 ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები აბიტურიენტებისთვის

14:20 -15:00 შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „მუზეუმის საიდუმლოებები“

ხუთშაბათი

III კლასი

09:00 -09:15 ქართული

09:20 -09:35 მათემატიკა

09:40 -09:55 ბუნება

VI კლასი

10:00 -10:15 ქართული

10:20 -10:35 სახვითი ხელოვნება

10:40 -10:55 მუსიკა

VIII კლასი

11:00 -11:15 მათემატიკა

11:20 -11:35 გეოგრაფია

11:40 -11:55 ბიოლოგია

X კლასი

12:00 -12:15 ისტორია

12:20 -12:35 მათემატიკა

12:40 -12:55 ქიმია

აბიტურიენტის დრო

13:00 -13:15 ქართული

13:20 -13:35 მათემატიკა

13:40 -13:55 ისტორია

14:00 -14:15 ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები აბიტურიენტებისთვის

14:20 -15:00 შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „მუზეუმის საიდუმლოებები“

პარასკევი

III- IV კლასი

09:00 -09:15 მე და საზოგადოება

09:20 -09:35 სახვითი ხელოვნება

09:40 -09:55 მუსიკა

ფიზიკის დრო

10:00 -10:15 ფიზიკა

10:20 -10:35 ფიზიკა

10:40 -10:55 ფიზიკა

VII-VIII კლასი

11:00 -11:15 სამოქალაქო განათლება

11:20 -11:35 სახვითი ხელოვნება

11:40 -11:55 მუსიკა

IX კლასი

12:00 -12:15 ბიოლოგია

12:20 -12:35 სახვითი ხელოვნება

12:40 -12:55 მუსიკა

ინგლისურის დრო

13:00 -13:15 ინგლისური I დონე

13:20 -13:35 ინგლისური II დონე

13:40 -13:55 ინგლისური III დონე

ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის

14:00 -14:15 ქართული I დონე

14:20 -14 :35 ქართული II დონე

14:40 -14:55 ქართული III დონე

შაბათი

11:00 შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „სამი ქალაქის ამბავი”

12:00 ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები

12:15 ცეკვის გაკვეთილი

12:30 ჭადრაკის გაკვეთილი

12:45 მუსიკის გაკვეთილი დათო ევგენიძესთან ერთად

13:00 შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „ლურჯი პლანეტა“

14:00 დოკუმენტური ფილმი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“

14:30 ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი „ბერძნული მითები და სარწმუნო წყაროები“

15:30 ბიოგრაფიული ფილმი „ანტუან სენტ ეგზიუპერი“

კვირა

11:00 შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „სამი ქალაქის ამბავი”

12:00 ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები

12:15 ცეკვის გაკვეთილი

12:30 ჭადრაკის გაკვეთილი

12:45 მუსიკის გაკვეთილი დათო ევგენიძესთან ერთად

13:00 შემეცნებით-დოკუმენტური ფილმი „ლურჯი პლანეტა“

14:00 დოკუმენტური ფილმი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“

14:30 ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი „ბერძნული მითები და სარწმუნო წყაროები”

15:30 ბიოგრაფიული ფილმი „პავაროტი – პოპულარული მომღერალი“

წაიკითხეთ სრულად