Baby Bag

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო - რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენების დღეები

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო - რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენების დღეები

საქართველოს სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დასვენების დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სკოლებში სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდება. 

საგაზაფხულო არდადეგები სამინისტრომ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ ზამთრისა და საზაფხულო არდადეგები არსებობდა.

წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერიდან – 15 იანვარამდე გრძელდება;

საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან – 15 მარტამდე გრძელდება;

ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისიდან – 15 სექტემბერამდე გრძელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევა ამ ცვლილებებისა იქნება ის, რომ გაუქმდება კრედიტქულები''

მასწავლებელთა სახლის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე პედაგოგების საკვალიფიკაციო გამოცდებზე და სისტემის რეფორმის მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობს.

ნახეთ ​ZOOM განათლებაზე გამოქვეყნებული ინტერვიუ 👆და არ დაგავიწყდეთ!!! 

წაიკითხეთ სრულად