Baby Bag

​ინტერნეტის შეღავათიანი პაკეტებით სარგებლობის მსურველთათვის ვებგვერდი დღეს 14:00 საათზე ამოქმედდება

​ინტერნეტის შეღავათიანი პაკეტებით სარგებლობის მსურველთათვის ვებგვერდი დღეს 14:00 საათზე ამოქმედდება

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, დღეს, 14:00 საათზე ამოქმედდება ვებგვერდი, სადაც რეგისტრაციას შეძლებენ ის მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებსაც შეღავათიანი ინტერნეტ-პაკეტებით სარგებლობა სურთ.

„პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე https://mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. „დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.