Baby Bag

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის რეგისტრაცია იწყება

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის რეგისტრაცია იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება ექნებათ 20 იანვრის 09:00 საათიდან პირველი თებერვლის 18:00 საათამდე გაიარონ რეგისტრაცია.

განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) ივსება, ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge 

განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია ერთვოდეს:

გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ​ბმულზე