მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების კლიპი, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწალეების კლიპს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კლიპში გამოყენებულია ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ქურდული“, „ობშიაკი“... სწორედ მსგავსი სიტყვების გამო აღმოჩნა კლიპი საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ შარჟია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ.
ერთერთი ვერსიით, ბოლო ზარზე უფროსკლასელებს შორის მომხდარი ჩხუბი სწორედ ამ კლიპს უკავშირდება, თუმცა ამ ფაქტს შსს უარყოფს. მათივე ინფორმაციით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა.
კლიპის გამო ჩხუბის დაწყების ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ კლიპში მონაწილე ბავშვების მშობლებიც. ისინი აღიშნავენ, რომ ინცინდენტის დროს, მეთორმეტე კლასელები სააქტო დარბაზში იმყოფებოდნენ.
სკოლის ბოლო ზარზე, 51-ე სკოლის უფროსკლასელებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.