ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს.
,,ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ელექტრონული ჟურნალის მიერ ავტომატურად დათვლილ სემესტრულ შეფასებებს. ტექნიკურად ყველაფერი გამართულად მუშაობს.
ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლებს შემაჯამებელი წერა აქვთ ჩანიშნული კალენდარში, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი გაკვეთილია ჩატარებული.
შესაბამისად, სისტემა ამ დღეს ავტომატურად უწერს ნულს იმ მოსწავლეს, რომელსაც შეფასება არ უწერია, რაც თავისთავად აისახება სემესტრულ შეფასებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ყველა მონაცემი სწორად არის ასახული და სემესტრული შეფასება მაინც არასწორად ითვლება, გთხოვთ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას,'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რამდენი დღით დაისვენებენ სკოლები დისტანციური სწავლებისგან?
დღეიდან სკოლები დისტანციური სწავლებისგან რამდენიმე დღით დაისვენებენ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსთან დაკავშირებით სასწავლო პროცესი 4 დღით შეჩერდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც არადისტანციური სწავლების დროს ისვენებდნენ სკოლები წითელ პარასკევსა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის შემდეგი ორშაბათი), ამ შემთხვევაშიც ისარგებლებენ დასვენების უფლებით (შაბათი და კვირა ისედაც დასვენების დღეებია).
საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი თითქმის ერთი თვეა, დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება სკოლებში სწავლა ჩვეულებრივი ფორმით.