Baby Bag

სტატუსიანი პედაგოგები გამუდმებით გვემატებიან, წინსვლა კი ნაკლებად ჩანს

სტატუსიანი პედაგოგები გამუდმებით გვემატებიან, წინსვლა კი ნაკლებად ჩანს
ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მა​სწავლებლების სანდო წყარო“


კატა და კითხვა
ისე ამაღლდა ჩვენთან განათლების დონე, რომ ამდენი ახალი მენტორი, წამყვანი და უფროსი მასწავლებელი გვყავს, მათი რიცხვი კი კვლავაც განუწყვეტლივ იზრდება? - სად არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რაოდენობასა და ხარისხს შორის? სტატუსიანი პედაგოგები გამუდმებით გვემატებიან, წინსვლა კი ნაკლებად ჩანს. აუცილებლად გამოსაკვლევი და შესაფასებელია, რას ვხარჯავთ (სახელმწიფოებრივად თუ ინდივიდიუალურად) მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის, რამდენად მაღლა იწევს მათი პროფესიული სტატუსი და როგორ აისახება ეს ვითარების გაუმჯობესებაზე სასკოლო განათლების სისტემაში.
მანამდე კი:
ერთხელ მოლა ნასრედინმა სახლში სამი კილო მშვენიერი ხორცი მიიტანა და მეუღლეს სთხოვა, საღამოსთვის კარგი კერძი მოემზადებინა. ცოლმა სწრაფად მოამზადა და მეგობარ ქალებს გაუმასპინძლდა. საღამოს შინ მისული მოლა გემრიელი ვახშმის გარეშე დარჩა. ცხადია, მან ხორცი მოიკითხა, რაზეც ცოლმა უთხრა, რომ ის კატამ შეჭამა. მათი კატაც სწორედ სამი კილო იყო.
მოლამ სასწორი მოიტანა და ცხოველი აწონა. მოწყობილობამ სამი კილო აჩვენა. გაოგნებული კაცი ცოლს მოუტრიალდა და ჰკითხა:
- თუ ეს კატაა, ხორცი სად არის და თუ ხორცია, კატა სად წავიდა?!
ასეა ჩვენთანაც - ან ხარისხი არ გვაქვს, ამ მასწავლებლები დავკარგეთ სადღაც.
რა თქმა უნდა, კარგი და ძალიან კარგი მასწავლებლებიც გვყავს, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერი ფარდობითია - ადამიანები თუ არა, კატები კითხვებს ყოველთვის დასვამენ.

„ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს“ - ბერიკა შუკაკიძე
„ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს. როდესაც სკოლაში არსებობს მაღალკვალიფიციური კადრი, რატომ უნდა ჰქონდეს ასეთ მასწავლებელს ნაკლები დატვირთვა და შესაბამისად, ნაკლები ხელფასი?!“...
,,უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით ,,დამსახურებულად" ზოგიერთებს...ამ...
მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათი ნაწილი ეთანხმე...
„თითქმის ყველა უფროსი მასწავლებელია, ასევე ძალიან ბევრმა მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუ...
,,მასწავლებელთა სქემის თანახმად " მუხლი 1. პუნქტი 2 . სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო კადრების შე...

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.
წაიკითხეთ სრულად