თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
კატა და კითხვა
ისე ამაღლდა ჩვენთან განათლების დონე, რომ ამდენი ახალი მენტორი, წამყვანი და უფროსი მასწავლებელი გვყავს, მათი რიცხვი კი კვლავაც განუწყვეტლივ იზრდება? - სად არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რაოდენობასა და ხარისხს შორის? სტატუსიანი პედაგოგები გამუდმებით გვემატებიან, წინსვლა კი ნაკლებად ჩანს. აუცილებლად გამოსაკვლევი და შესაფასებელია, რას ვხარჯავთ (სახელმწიფოებრივად თუ ინდივიდიუალურად) მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის, რამდენად მაღლა იწევს მათი პროფესიული სტატუსი და როგორ აისახება ეს ვითარების გაუმჯობესებაზე სასკოლო განათლების სისტემაში.
მანამდე კი:
ერთხელ მოლა ნასრედინმა სახლში სამი კილო მშვენიერი ხორცი მიიტანა და მეუღლეს სთხოვა, საღამოსთვის კარგი კერძი მოემზადებინა. ცოლმა სწრაფად მოამზადა და მეგობარ ქალებს გაუმასპინძლდა. საღამოს შინ მისული მოლა გემრიელი ვახშმის გარეშე დარჩა. ცხადია, მან ხორცი მოიკითხა, რაზეც ცოლმა უთხრა, რომ ის კატამ შეჭამა. მათი კატაც სწორედ სამი კილო იყო.
მოლამ სასწორი მოიტანა და ცხოველი აწონა. მოწყობილობამ სამი კილო აჩვენა. გაოგნებული კაცი ცოლს მოუტრიალდა და ჰკითხა:
- თუ ეს კატაა, ხორცი სად არის და თუ ხორცია, კატა სად წავიდა?!
ასეა ჩვენთანაც - ან ხარისხი არ გვაქვს, ამ მასწავლებლები დავკარგეთ სადღაც.
რა თქმა უნდა, კარგი და ძალიან კარგი მასწავლებლებიც გვყავს, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერი ფარდობითია - ადამიანები თუ არა, კატები კითხვებს ყოველთვის დასვამენ.