საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, - ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, მემორანდუმის მიზანია ადამიანის უფლებების შესახებ ფორმალურ განათლების ხელშეწყობა, კერძოდ კი ზოგადი განათლების საფეხურზე პედაგოგთა ცოდნის ამაღლება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საკითხებზე:
„მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები პედაგოგებისთვის მოამზადებენ ონლაინ კურსს, სადაც ასახული იქნება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, როგორც თეორიული საკითხები, ასევე სწავლების მეთოდოლოგიური მიდგომები. კურსი დაეხმარება საზოგადოებრივი მეცნიერებების ბლოკში შემავალი საგნების პედაგოგებს, რომელთა კომპეტენციაც პირდაპირ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა სწავლებას, ასევე სხვა საგნების პედაგოგებსაც, რომლებიც გაიუმჯობესებენ უნარებს გამჭოლი კომპეტენციების სახით ასწავლონ მოსწავლეებს ადამიანის უფლებები.
ზემოაღნიშნულთან ერთად, პედაგოგიურ ფაკულტეტებზე მოსწავლე სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების დახვეწისა და ახალი კურსების დანერგვის მიზნით, თანამშრომლობა შედგება საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებთანაც,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.