Baby Bag

აჭარაში და 10 ქალაქში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

აჭარაში და 10 ქალაქში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურად მიმდინარეობს აჭარის რეგიონში.

​გადაწყვეტილება გახანგრძლივებული საარჩევნო პროცესისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ, 21 ნოემბერს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, საარჩევნო უბნებად კი ასეულობით სკოლა კვლავ იქნება გამოყენებული.

​რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ისინი სასწავლო პროცესს ისევე განაგრძობენ, როგორც აქამდე. კერძოდ, უნივერსიტეტები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით.

​აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

შეიძლება დაინტერესდეთ

სანამ მასწავლებელთა გამოცდაზე გახვალთ...

სანამ მასწავლებელთა გამოცდაზე გახვალთ...

14 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები იწყება.

სანამ გამოცდაზე გახვალთ, გაეცანით ყველა საჭირო ინფორმაციას:

​2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების განრიგი

2021 წლის საგამოცდო რეგულაციები ცნობი​ლია

2021 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, საგნის გამოცდაზე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე ტესტის შეფასების​ ზოგადი კრიტერიუმები

უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტი​ს აღწერა


​მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე გამ​ოყენებული ტესტები - 2020

წაიკითხეთ სრულად