საუბარს საკუთარი ისტორიით იწყებს, იმ გზით, თუ როგორ მივიდა გადაწყვეტილებამდე - გამხდარიყო სკოლის დირექტორი. მაშინ მტკიცედ სწამდა, რომ ცვლილებების მოხდენა შეეძლო. „დავინახე და ვიგრძენი, რომ რეფორმების წარმატებით განხორციელებაში დირექტორების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმების მთავარი ღერძი ხომ სკოლაა“ - ეს სიტყვები დღეს უკვე ბევრს ნიშნავს, რადგან ის საქართველოს ყველაზე წარმატებული სკოლის ყველაზე წარმატებულ დირექტორს, ლენა გომართელს ეკუთვნის.
პროფესიით მასწავლებელია, გერმანისტი, რომელსაც ეს პროფესია საკუთარმა გერმანულის მასწავლებელმა შეაყვარა და სწორედ მისი ხათრით გადაწყვიტა ამ სფეროს გაჰყოლოდა. შემდეგ იყო სხვადასხვა სამსახური, უმაღლეს დაწესებულებებში, სკოლებში, რესურსცენტრში, თუმცა ჩვენი ამბავი იმ დღიდან იწყება, როდესაც ჩვენი ისტორიის მთავარმა გმირმა ქალბატონმა 2014 წელს მტკიცედ გადაწყვიტა დირექტორობა და საჩხერის N2 საჯარო სკოლის კარები შეაღო.
„ვფიქრობ, რომ დირექტორობა ძალიან საინტერესო საქმიანობაა. ამ სფეროში ადამიანს შეუძლია ყველა მხრივ რეალიზება, საკუთარი უნარების, განათლების წარმოჩენა. სკოლა გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ აღმოვაჩინოთ ლიდერები, საკუთარ თავში, პედაგოგებში და მოსწავლეებშიც. ეს სფერო მე მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეები გავზარდო პროფესიულად და დავაყენო სწორ გზაზე. ამაზე უკეთესი, რა შეიძლება მოხდეს?!“ - ამბობს ლენა გომართელი და საკუთარ წარმატებებზე დაუზარელად გვიყვება.
მისი თქმით, სკოლა საუკეთესო ასპარეზია იმისთვის, რომ თითოეული მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის ცხოვრება სიკეთისკენ შეცვალო. მართალია, თავიდან ეს პროცესი ცოტათი რთული იყო, რადგან დირექტორობა კომპლექსურ ცოდნა მოითხოვს, თუმცა მის პროფესიულ კარიერაში გამოჩნდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ და ლიდერობის სამწლიანი აკადემია, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მისი, როგორც დირექტორის ჩამოყალიბებაში.
„აკადემიაში სწავლის დროს, მივიღე ძალიან დიდი ცოდნა მართვისა და ლიდერობის კუთხით. ამ პერიოდში, თუ კი, რამე პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ, ეს სწორედ ამ აკადემიის, მისი ტრენერებისა და იმ ცოდნის დამსახურებაა, რომელსაც დაუზარებლად გვიზიარებდნენ იქ“ - ჰყვება წარმატებული დირექტორი და იმ გუნდის შექმნის პერიოდს იხსენებს, რომელმაც საქართველოს საუკეთესო სკოლა აჩუქა.
„სკოლის წარმატება გუნდზეა დამოკიდებული. ნებისმიერი პროექტი, რომელიც სკოლაში და ან მის გარეთ ხორციელდება, დირექტორისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობის შედეგია. მე არ მიცდია, რომ გარედან მომეყვანა ახალი პედაგოგები, თუმცა კი, იყო კადრების ცვლილებაც, მაგრამ ეს მოხდა ძალიან ობიექტურად და გამჭვირვალედ. მე მაქსიმალურად ვეცადე, რომ ის გუნდი, რომელიც დამხვდა სკოლაში, განმევითარებინა, მინდოდა, რომ მათი მონაწილეობით მიმეღწია წარმატებებისთვის და ეს ასეც მოხდა. მათი შესაძლებლობები შევისწავლე და ჩვენი სკოლის ყველა სამომავლო გეგმა ჩამოვაყალიბე მათ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით. წარმატებული სკოლაც ამ პრინციპზე დგას - ყველა აკეთებს თავის საყვარელ საქმეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში, ხოლო წარმატებული დირექტორი კი ამ პროცესს უზრუნველყოფს და ეხმარება მათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, განვითარებასა და განხორციელებაში“.
რა თქმა უნდა, მკითხველს დააინტერესებს, თუ რითია გამორჩეული საჩხერის N2 საჯარო სკოლა და რატომ მიიღო მან საქართველოში საუკეთესო სკოლის სტატუსი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ლენა გომართელი „მსოფლიო განათლების კონკურსს“ იხსენებს, სადაც ზუსტად მსგავსი კითხვა დაუსვეს და სთხოვეს, გამოეყოთ ხუთი მიმართულება, რომელიც მათ სკოლას გამორჩეულს ხდიდა.
„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის უცხო ენების გაძლიერებული სწავლება. სკოლაში არსებულმა ადამიანურმა რესურსმა მე მომცა შესაძლებლობა, რომ უფრო გამეძლიერებინა უცხო ენების სწავლება და ჩვენ ახლა მოსწავლეებს ვთავაზობთ არა მხოლოდ სასწავლო მასალებს, არამედ სხვადასხვა ლიტერატურას, სავარჯიშოებს, დავალებებს, რესურსებს. უცხო ენების მიმართ მსგავმა ყურადღებამ კი ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, სხვა მიმართულებებიც გაგვეძლიერებინა და ამჯერად პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები აღმოჩნდა. STEM-ის ფარგლებში ბევრ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, ბევრი გრანტი მოვიპოვეთ და სკოლაში რობოტექნიკის კლუბიც კი დავაარსეთ. მესამე მიმართულება პროფესიულ განათლებას უკავშირდება, რომელიც სკოლის ინოვაციაა. დღეს ჩვენს სკოლაში მოსწავლეები შვიდი მიმართულებით (მზარეულის, კონდიტერის, დიზაინერის, ელექტრიკოსის, IT სპეციალისტის, დურგლისა და ექთანის საგანმანათლებლო პროგრამები) ეუფლებიან პროფესიას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მათ საკლასო ოთახებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. მეოთხე მიმართულება მშობლების განათლებას ეხება. ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც მშობელთა საჭიროებები ვიკვლიეთ და აქედან გამომდინარე, სკოლაში „მშობელთა სკოლა“ დავაარსეთ. ამ სკოლაში ჩვენ მშობლებს ვუტარებდით ტრენინგებს, ვებინარებს, შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მათ საჭიროებებზე მორგებულს. ბოლო, მეხუთე მიმართულებად უნდა დავასახელო მდგარდი განვითარების მიზნების განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები. მთავარი აქცენტი კეთდება იმ 17 მიზანზე, რომელიც 2030 წელს უნდა ჰქონდეს მსოფლიოს და რაც კი სკოლაში პროექტი ხორციელდება, ვცდილობთ, რომ სწორედ ამ მიზნებს იყოს მორგებული და მათი დანერგვისკენაა მიმართული“ - განმარტავს ლენა გომართელი.
სამომავლო მიზნებზე საუბრისას დირექტორი აქცენტს ისევ უცხო ენებსა და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაძლიერებულ სწავლებაზე აკეთებს და გვეუბნება, რომ სწორედ ამ გზით აპირებს სკოლა განვითარებას. მას არც ახალბედა დირექტორები და ის ახალგაზრდები ავიწყდება, რომლებიც ამ პროფესიაში აპირებენ შემოსვლას და მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევებს უზიარებს:
„ჩვენ ჩვენი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ ახალგაზრდებს, რომ სკოლა არის შესაძლებლობა, შესაძლებლობა, იყო წარმატებული, როგორც საშინაო, ისე, საგარეო ასპარეზზე. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, პირველ რიგში, სკოლა უნდა იყოს ძლიერი და სკოლის სიძლიერეს კი ის ახალგაზრდები განაპირობებენ, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ ამ სისტემაში. მათ არ უნდა შეეშინდეთ, კი, რთულია, ამხელა ადამიანური რესურსის მართვა, ამდენი საქმე, დამღლელია, თუმცა არა შეუძლებელი. თუ ახალგაზრდები სწორ ნაბიჯებს გადადგამთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ თქვენი ქვეყნის სწორ განვითარებას უწყობთ ხელს“.
ბოლოს, ჩვენი ისტორიის მთავარი შემოქმედი დასძენს, რომ ამ საქმეს, რომელსაც წლებია ემსახურება, დიდი ენთუზიაზმიც ახლავს თან და ეს დასაწყისიდანვე უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც მასწავლებლობა ან დირექტორობა მოუნდება.
„ჩვენ ვიცით, რომ განათლების სისტემაში ბევრი პრობლემაა, თუმცა თუ შენ იქნები ყოჩაღი და მონდომებული, ყველაფერს შეძლებ. მე არ მიყვარს წუწუნი, მით უმეტეს მუდმივად და სწორედ ამიტომ, არც ერთ შანსს არ ვუშვებ ხელიდან, რასაც ეს საქმიანობა მთავაზობს. ჩვენ ვმუშაობთ დაუზარელად, ვუმკლავდებით პრობლემებს და გვაქვს ბერკეტი, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები, აი ესაა ჩვენი წარმატება“ - განმარტავს ლენა გომართელი.
უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც საქართველოს საუკეთესო სკოლის ტიტულს საჩხერის N2 საჯარო სკოლა, ხოლო წარმატებული დირექტორისას - ლენა გომართელი, ატარებს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან წარმატებულ დირექტორს წინ უფრო დიდი გზა ელოდება, დიდი გეგმებითა და მიზნებით, წარმატებული გზა - „განათლების სისტემის ჯარისკაცობამდე“.
ავტორი: მარიამ გვარამია
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების კომპონენტებზე ორიენტირებული პედაგოგი ვარ და წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც შეეხება კომპლექსურ დავალებას
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლა მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ახორციელებს საქმიანობას. პირადად, მე, თეა კელენჯერიძე როგორც კვალითის საჯარო სკოლა ისტორიის მასწავლებელი, გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების კომპონენტებზე ორიენტირებული პედაგოგი ვარ და წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც შეეხება მე-7 კლასში განხორციელებულ კომპლექსურ დავალებას.
სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე სასწავლო ცნებების დაძლევის საკითხებს, გამჭოლი უნარების განვითარებას. ჩემი პრაქტიკის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ გამჭოლი კომპეტენციები განვითარებულია ასაკის შესაბამისად (ანალიზში ჩართული იყო კათედრის წევრებიც).
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლეზე ორიენტირებულია , ბავშვები პრაქტიკულად ასრულებენ მათთვის უკვე ძალიან საყვარელ კომპლექსურ დავალებებს.
, ,,შექმენი მოთხრობა’’, ,,შექმენი სტატია“ და ა.შ. ცხოვრებისეულ კონტექსტებთან
დაკავშირებული შემოქმედებითი კომპლექსური დავალებები საუკეთესო
ასპარეზს წარმოადგენს მოზარდთა შინაგანი ძალების ზრდა-განვითარებისთვის.
,,მასწავლებელი მეგზურია, ხოლო მოსწავლე – მოგზაური ცოდნისსამყაროში.”
იმისათვის, რომ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს მივაღწიო,
მოსწავლეებს განუვითარო გამჭოლი კომპეტენციები,კრიტიკული აზროვნებავგეგმავ კომპლექსური
დავალებებს .კომპლექსური დავალების შესრულების დროს: მოსწავლეაქტიურია, ჩართულია ძიებაში, შემოქმედებით პროცესში, წინარე ცოდნაზედაყრდნობით ახდენს ახალი ცოდნის კონსტრუირებას,რაც უვითარებთ გამჭოლ
უნარებს და ღირებულებებს.
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვა;ლითის საჯარო სკოლა მესამეთაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ახორციელებს საქმიანობას. პირადად, როგორც ისტორიის მასწავლებელი, გამჭოლი უნარებისა დაღირებულებების კომპონენტებზე ორიენტირებული პედაგოგი ვარ დაწარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც შეეხება მე-7 კლასში განხორციელებულკომპლექსურ დავალებას. სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციესასწავლო ცნებების დაძლევის საკითხებს ,გამჭოლი უნარების განვითარებას.ჩემიპრაქტიკის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ გამჭოლი
კომპეტენციები განვითარებულია ასაკის შესაბამისად
არმოგიდგენთ მე -7 კლასში საგან ისტორიაში განხორციელებულ კომპლექსურ დავალებას.
კომპლექსური დავალება
თემა:პრეისტორია/ქვის ხანა
კომპლექსური დავალების პირობად ავირჩიე წაიკითხეთ მოთხრობა ,,ამბავი პაკო გამომგონებლისა’’, რომლის მთავარი გმირი, თქვენი თანატოლია; გაეცანი დამატებით მასალებს და დაწერეთ ამბავი/მოთხრობა, რომელშიც აღწერილი
იქნება ქვის ხანის ადამიანის ცხოვრება;
ამბავის/მოთხრობის წერისას ხაზგასმით წარმოაჩინე :
რა ტიპის წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია ქვის ხანის შესახებ და რატომ
შეიძლება იყოს სანდო ეს წყაროები პრეისტორიული პერიოდის
შესასწავლად?(წყარო მ.წ 2, 3)
რა გავლენას ახდენდა ბუნებრივი გარემო და მოვლენები ქვის ხანის
ადამიანზე? (სივრცე მ.წ 1)
როგორი იყო პირველყოფილი საზოგადოების ცხოვრების წესი, კულტურა,
სოციალური ფენები, წარმოდგენები და ინტერესები. (საზოგადოება.მ.წ 1)
მოსწავლეებს გავაცანი სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი
წარმოდგენები
კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები
რა ტიპის წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია ქვის ხანის შესახებ და რატომ შეიძლება იყოს სანდო ეს წყაროები პრესიტორიული პერიოდის შესასწავლად?(წყარომ.წ 2,3)
რა გავლენასახდენდა ბუნებრივი გარემო დამოვლენები ქვის ხანის ადამიანზე? (სივრცე მ.წ 1)
როგორი იყო პირველყოფილი საზოგადოების ცხოვრების წესი, კულტურა, სოციალური ფენები, წარმოდგენები და ინტერესები. (საზოგადოება.მ.წ 1)
კომპლექსური დავალების პირობა ბარტებიტ გავაცანი მსობლებს.
სამიზნე ცნებები
წყარო შედეგები: საბაზო საფეხური: 1, 2, 5, 6
საზოგადოება შედეგები: საბაზო საფეხური: 7.8.10,11,12
სივრცე შედეგები: საბაზო საფეხური: 3, 9
საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები
როგორ წარმოვაჩინოთ ამბავში/მოთხრობაში რა ინფორმაციას გვაწვდის
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკვლეული მასალები პალეოლითის ხანის
ადამიანების ყოფაზე და მათი განსახლების არეალზე
ქვეცნებები:
პირველყოფილი ადამიანი, გვაროვნული თემი, მატრიარქატი,
პატრიარქატი, პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარი; არქეოლოგიური
გათხრები, არტეფაქტები;
კოპლექსურ დავალებებზე მუშაობა ორ ეტაპიანია თითოეული ეტაპი
შედგებოდა ნაბიჯებისაგან შესაბამისი აქტივობებით
პირველ ეტაპზე გავაცანი
I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა
ნაბიჯი 1. როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?
მოსწავლეებს ,როგორ უნდა დაეწერათ ამბავი,მივუთითე წაეკითხათ მოთხრობა,მოთხრობები.ვესტუმრეთ სკოლის ბიბლიოთეკას და გავეცანით მოთხრობებს.
წაიკითხეს ამბავი „პაკო გამოგონებლისა’’, მოსწავლეებს დავუსვი ცოდნის კონსტრუირებაზე
ორიენტირებული შეკითხვები,რაც საშუალებას მისცემდა წიგნიერების კომპეტენციის განვითარებას.
როგორ დავწეროთ ამბავი“?
რა შემთხვევაში გამოგივა ამბავი საინტერესო? უნდა ჰქონდეს თუ არა ამბავს დასაწყისი, განვითარება და დასასრული?
როგორ დავწეროთ კარგი ამბავი?
რანაბიჯები უნდა გადავდგათ ამბავის /მოთხრობის შესაქმნელად? (იდეის გაჩენა, პერსონაჟის შერჩევა და სხვა..)
როგორ გამოვკვეთოთ ამბავის/მოთხრობის ძირითადი მახასიათებლები?
II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი
ნაბიჯი 1.რა ტიპის წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია ქვის ხანის შესახებ და რატომ შეიძლება იყოს სანდო ეს წყაროები პრესიტორიული პერიოდის შესასწავლად?(წყარო მ.წ 2, 3)
რუკაზე მუშაობა - ჰომინინების გადაადგილების მარშრუტი;
სად არის აღმოჩენილი პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარი და რა გახდა მიზეზი იმისა, რომ მან დატოვა ეს ტერიტორია და ახალი საცხოვრებელი გარემოს ძებნა დაიწყო?
რუკის დახმარებით ისაუბრე -როგორ მოხვდა ზეზვა და მზიას წინაპარი კავკასიაში;
როგორ ახდენდა გავლენას ბუნებრივი გარემო ქვის ხანის ადამიანის ცხოვრებაზე?
როგორ უმკლავდება ყოველდღიურ პრობლემებს?
როგორ გადმოვცე კომპლექსურ დავალებაში ბუნებრივი გარემოს გავლენა პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელზე?
ნაბიჯი 3.როგორი იყო პირველყოფილი საზოგადოების ცხოვრების წესი, კულტურა, სოციალური ფენები, წარმოდგენები და ინტერესები?(საზოგადოება მ.წ 1)
შებრუნებული საკლასო ოთახი; მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს სახლში ნახონ ძალიან სახალისო ანიმაციური ფილმი და ყურების დროს დროს გააკეთონ მცირე ჩანაწერები.
რესურსების გაცნობისშემდეგ მოსწავლეებს დავუსვი ცოდნის კონსტრუირებასთან დაკავშირებული
კითხვები.მოსწავლეებთან გამოვიყენე შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი
და მიუთითე ენახათ ანიმაციური ფილმი პირველყოფილი ადამიანის შესახებ.
დავსვი ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული კითხვები.
რა საქმიანობას ეწევა პირველყოფილი ადამიანი?
ანიმაციური ფილმის მიხედვით, როგორ მიაგნო პალეოლითის ხანისადამიანმა ცეცხლს?თქვენკიდევ რა ვერსიები იცით-ცეცხლის აღმოჩენის შესახებ?
როგორ ნადირობდა პირველყოფილი ადამიანი?
როგორ გადმოვცემითითებული რესურსების გამოყენებითპირველყოფილი საზოგადოების ცხოვრების წესი, კულტურა, სოციალური ფენები, წარმოდგენების და ინტერესები ჩემს მიერ შექმნილამბავში?
მოსწავლეებმა შექმნეს პროდუქტი ამბავი/მოთხრობა. წიგნებად აკინძეს ნაშრომი.
მოთხრობებში აღწერეს მოგზაურობის თითოეული დღე და თავგადასავალი პრეისტორიულ ეპოქაში
მათთვის პირველი დაწერილიმოთხრობა გამომცემლობა ;ნორჩი ისტორიკოსების რედაქტორობით გამოსცეს. მოთხრობები ნახატებით გააფორმეს.ხელით შექმნეს პირველყოფილი საზოგადოები იარაღები,გამოქვაბულები,საკუთარი ფანტაზიები ,წარმოსახვითი პირველყოფილი სამყარო გადმოსცეს ხელით ნაკეთებ მაკეტებში. განუვითარდათ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
პრეზენტაციის წარმოდგენისას მოსწავლე ახდენს თვითრეფლექსიას. ისმენს
სხვების პრეზენტაციას, აანალიზებს და საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას – მე
რომ თავიდან ვიწყებდე ამის კეთებას, რას შევცვლიდი, რას გავაუმჯობესებდი?
კომპლექსური დავალებით მოსწავლე ცოდნის სამივე კატეგორიას გადის.
მოსწავლეების მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროეცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:
აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
აღწერე რა პროდუქტი შექმენი;
რა საკითხს შეეხება შენს მიერ მომზადებული დავალება?
ახსენი,რისი თქმა გინდოდა მისი საშუალებით?
რატომ ფიქრობ, რომ შენს მიერ შექმნილი პროდუქტი კარგი ამბავია ,,ქვის ხანის ადამიანის ‘’ შესახებ?
შენი აზრით, ვინ უნდა დაინტერესდეს შენს მიერ შექმნილი კომპლექსური დავალებით და რატომ?
რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის ანალიზი მოსწავლეების მხრიდან
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა პასუხი,მათ აღნიშნეს ,რომ მათთვის არ აღმოჩნდა ადვილი მოთხრობის დაწერა,თუმცა იყო საინტერესო,მრავალფეროვანი და მათ ეს საკითხი შეისწავლეს სიღრმისეულად
აღნიშნული კომპლექსური დავალების შესრულებისას გააქტიურდა კრიტიკული
აზროვნება, შემოქმედებითობა წიგნიერება, მედეაწიგნიერება, სოციალური და
სამოქალაქო კომპეტენცია.
კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები
ა) მოსწავლისთვის ნაცნობია/იოლად აღქმადია დავალების ფორმა
ბ) მოსწავლისთვის ნაცნობია/იოლად აღქმადია ცხოვრებისეული სფერო/კონტექსტი, რომელშიც მას ახალი ცოდნის ტრანსფერი ევალება
დავალების პირობა იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ მოსწავლეს მის შესასრულებლად აუცილებლად სჭირდება საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი ცოდნის შეძნა და პროცედურებზე მუშაობა
მკაფიოა, რა რესურსზე დაყრდნობით უნდა შეძ₾ოს მოსწავლემ კომპლექსური დავალების პირობასთან მიმართებით საგნობრივი საკითხის შესწავლა
შეფასების კრიტერიუმები ბუნებრივად ერწყმისს კომპლექსური დავალების პირობას
შეფასების კრიტერიუმები ფორმულირებულია იმგვარად, რომ მათი დაკმაყოფილებისთვის მოსწავლეს ფაქტობრივი და პროცედურული ცოდნა სჭირდება
სოლო ტაქსონომია
აზროვნება, შემოქმედებითობა წიგნიერება, მედეაწიგნიერება, სოციალური და
სამოქალაქო კომპეტენცია.
კომპლექსური დავალებები საუკეთესო
ასპარეზს წარმოადგენს მოზარდთა შინაგანი ძალების ზრდა-განვითარებისთვის.
კომპლექსური დავალებით მოსწავლე ცოდნის სამივე კატეგორიას გადის.
კომპექსური დავალების მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იყოს წავლა-სწავლების 5 პრინციპი
1.მოსწავლეები აქტიურად ჩართული იყვნენ შემოქმედებით პროცესში
2.დავალებაზე მუშაობა დავიწყეთ წინარე ცოდნის გააქტიურებით
3.მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება
4.შეძლეს ინფორმაციის ნაწილებად დაყოფა
5.სწავლა-სწავლების პროცესი მოიცავდა ცოდნის სამივე კატეგორიას.
წარმოგიდგენთ მოსწავლეების ნამუშევრებს, მოსწავლეებმა არამარტო დაწერეს მოთხრობა ამბავი, არამედ საკუთარი ხელით შექმნეს პირველყოფილი საზოგადოების შრომის იარაღები, მაკეტები, საცხოვრებელი სახლები, გამოქვაბულები, თიხისჭურჭლები. მოაწყვეს პრეისტორიული ხანის ნამუშევრების მუზეუმი./გამოფენა.