1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გააგრძელებს სწავლას,“ - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ვაქცინირებული პირებისთვის როდის არის დასაშვები შენობაში ყოფნა ნიღბის გარეშე, კარანტინის და ტესტირებისგან თავის აცილება...
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ შეზღუდვების შესახებ წერს, რომლებიც კორონავირუსზე ვაქცინირებული პირებისთვის კვლავ ძალაში რჩება.
„აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 8 მარტს განაახლა რეკომენდაციები კორონავირუსზე ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების წესების შესახებ.
რეკომენდაციების მიხედვით სრულად ვაქცინირებული ადამიანებისათვის კვლავ ძალაშია:
საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება
საშუალო და დიდი ზომის თავშეყრაში მონაწილეობის აკრძალვა
შესაბამისი სიმპტომების შემთხვევაში კოვიდზე ტესტირება
ცალკეული კომპანიის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულება
მოგზაურობისას დაწესებული შეზღუდვები
ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება იმ არავაქცინირებულ პირთან ერთად ყოფნის დროს, ვისაც აქვს კოვიდის გართულებების მაღალი რისკი ან ყავს მაღალი რისკის ოჯახის წევრი
ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება სხვადასხვა ოჯახების არავაქცინირებულ წარმომადგენლებთან ერთად ყოფნის დროს.
სრულად ვაქცინირებული პირებისთვის დაშვებულია შემდეგი:
სხვა ვაქცინირებულ პირებთან ერთად შენობაში ყოფნა ნიღბის გარეშე
ნიღბის გარეშე ერთი ოჯახის წარმომადგენელ იმ არავაქცინირებულ პირებთან ერთად შენობაში ყოფნა, რომელთაც აქვთ კოვიდ გართულების დაბალი რისკი
კოვიდთან კონტაქტის შემდეგ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში კარანტინის და ტესტირებისგან თავის აცილება,“ - წერს მაია ბუწაშვილი.