1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გააგრძელებს სწავლას,“ - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი - როგორია დღევანდელი სტატისტიკა?
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 675 771 , ბოლო 24 საათში - 5 219.
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 619 285, ბოლო 24 საათში - 2 348 ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში - 42, ჯამში 9 588 ადამიანია გარდაცვლილი.
ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,11%-ია, ბოლო 14 დღის - 8,79%, ბოლო 7 დღის - 9,02%.
რაც შეეხება აცრებს, სულ ჩატარდა - 1 926 893 აცრა, დღიურად აცრილია - 5 543 ადამიანი.