1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახიდან გააგრძელებს სწავლას,“ - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა პროცესები აქვს შემუშავებული მასწავლებლის სახლს იმ პედაგოგებისთვის, ვისაც წელს სურს წამყვანის სტატუსის მოპოვება?
„წელს იმ პედაგოგებისთვის, ვისაც წამყვანის სტატუსის მოპოვება სურს, მთელი რიგი პროცესები გვაქვს შემუშავებული,“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ Moms.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
„გამოცდა, რომელიც განკუთვნილი იქნება წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, წელს ვერ მოესწრება, რადგან უნდა შეიცვალოს მასწავლებლის სტანდარტი. ახალი სტანდარტი შემუშავებულია და განხილვის პროცესშია. წელს იმ პედაგოგებისთვის, ვისაც წამყვანის სტატუსის მოპოვება სურს, მთელი რიგი პროცესები გვაქვს შემუშავებული. მასწავლებლებს, რომლებსაც 15 კრედიტქულა აქვთ დაგროვებული, მათ შორის, სავალდებულო აქტივობები სრულად აქვთ განხორციელებული (2 სამოდელო გაკვეთილი და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა) და ყველაფერი წარმატებით დაუდასტურათ, გამონაკლისის სახით, სექტემბერიდან დეკემბრის ჩათვლით ეძლევათ გარე დაკვირვების გავლის უფლება, რის შედეგადაც წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, ვისაც წელს მიენიჭა უფროსის სტატუსი, მათ ახალი რეგულაციებით მოუწევთ სტატუსის შეცვლა. ჩვენ ვცდილობთ, არც ერთ მასწავლებელს არ დავუკარგოთ შრომა,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.