Baby Bag

,,სკოლა ვალდებული იქნება, შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები''

,,სკოლა ვალდებული იქნება, შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები''

სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები. კანონში შესატანი ცვლილების ინიცირება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხორციელდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს.

„კოვიდ19-მა დაგვანახა, რომ ეს აქტუალური საკითხია და სწორად, კომპლექსურად უნდა იყოს გადაჭრილი. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ცვლილება შედის მოქმედი კანონის თვითონ 26-ე მუხლში, როლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესს.

„კანონპროექტით, 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება“, - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

შეიძლება დაინტერესდეთ

​მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს

​მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს

მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი ორმხრივი ფილტვების ანთებით შეიყვანეს.

როგორც კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აღნიშნავს, ჩვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული:

„გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აქვთ, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. ნაცხის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და ველოდებით პასუხს'', - აღნიშნა ლევან რატიანმა. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად