„ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც წელს შევიდა ძალაში, მე-5 კლასის პირველ სემესტრში განმსაზღვრელი შეფასება არ იწერება (ქულით არ ფასდებიან მოსწავლეები) არც ერთ კომპონენტში - საშინაო და შემაჯამებელ დავალებებსა და საკლასო აქტივობაში,“ - ამის შესახებ Yts.ge -ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოში განუცხადეს.
მათივე თქმით, მოსწავლეები ქულით არ ფასდებიან არც პირველი სემესტრის ბოლოს. სამინისტროს განმარტებით, მე-5 კლასის პირველ სემესტრში ჟურნალში მხოლოდ გაცდენების აღრიცხვა ხდება. მე-5 კლასის მე-2 სემესტრიდან კი განმსაზღვრელი შეფასება იწერება (ქულით ფასდება მოსწავლე).
იხილეთ ასევე:
რა განსხვავებაა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის
განმავითარებელი შეფასების პრაქტიკაში დანერგვის მაგალითი - ვიდეო